GE

Ad Black Sea 2023 მხარდამჭერებს შორის

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი Ad Black Sea – International Festival of Creativity წლევანდელ მხარდამჭერებს შორისაა. სპეციალურად ღონისძიებისთვის, ქსელმა გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიის – მსოფლიოში წამყვანი მონაცემთა, ინსაიტებისა და საკონსულტაციო კომპანია Kantar -ის გლობალური მდგრადი ტრანსფორმაციის პრაქტიკის უფროსი პარტნიორი ოზლემ შენთურქი მოიწვია.

ოზლემ შენთურქმა „მდგრადი მარკეტინგი 2030“-ზე (Sustainable Marketing 2030 ), WFA (World Federation fo Advertisers)-სა და Kantar-ის ერთობლივი კვლევის შედეგებზე ისაუბრა და დამსწრეებს ცირკულარული მარკეტინგისა და ზრდის ჩარჩო გააცნო, რომლის მიზანია, ხელახლა წარადგინოს მარკეტინგის როლი ბიზნესსა და საზოგადოებაში. აღნიშნული კი მარკეტინგს დაეხმარება მდგრადი მომავლის ნაწილი გახდეს.

გააზიარე: