GE

კერძო სექტორში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ხელშეწყობის მიზნით ტრენინგების ციკლი გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და კავშირ „საფარის“ ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, გაეროს გლობალური ინიციატივის – “Target Gender Equality”-ის პროგრამის მონაწილე ქართული კომპანიებისთვის ჩატარდა ტრენინგების ციკლი თემაზე – „ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის ხელშეწყობა კერძო სექტორში“.

შეხვედრების თემატიკა მოიცავდა ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას შრომით და წინასახელშეკრულებო ურთიერთობებში, დისკრიმინაციასთან ბრძოლის საერთაშორისო და ადგილობრივ მექანიზმებს, დისკრიმინაციას დასაქმების ადგილზე, თანამშრომელთა განვითარებაზე თანაბარ წვდომას, ასევე, მსოფლიო სარეკლამო სივრცეში თანამედროვე ტრენდებს და ა.შ.

გააზიარე: