GE

ბიზნესის შეხვედრა სასტუმრო რუმსში გაეროს ექსპერტებთან ადამიანის უფლებეთან დაკავშირებით

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გაეროს სამუშაო ჯგუფი ბიზნესისა და ადამიანის უფლებების შესახებ.

4 აპრილს, ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა ბიზნეს სექტორთან, სადაც მათ წარმოადგინეს გაეროს სახელმძღვანელო პრინციპებები და კომპანიების წარმომადგენლებს გაუზიარეს პრაქტიკა პრინციპების იმპლემენტაციის შესახებ რეგიონში.

სამუშაო ჯგუფის ვიზიტის მიზანია აღნიშნული მიმართულებით საქართველოში არსებული პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რის შემდეგაც, ისინი მოამზადებენ დეტალურ ანგარიშს და წარუდგენენ გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს. ანგარიშის შემადგენელი ნაწილი იქნება სარეკომენდაციო პაკეტი საქართველოს მთავრობის და სხვა დაინტერესებული მხარის მიმართ.

შეხვედრა გაიმართა ,,სიდას” ორგანიზებითა და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: