GE

Climate Ambition აქსელერატორის ბოლო სესია

20 ოქტომბერს, Climate Ambition აქსელერატორის ბოლო სესია გაიმართა, რომელიც სათბურის აირების ემისიების მართვას ეხებოდა.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრ კომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა გაეღრმავებინათ ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც ესაჭიროებათ პროგრესის დასაჩქარებლად მეცნიერებაზე დაფუძნებული მიზნების (Science-Based Target), კერძოდ, ტემპერატურული ნამატის 1.5°C-მდე შენარჩუნების გზაზე.

Climate Ambition აქსელერატორი ექვსთვიანი პროგრამაა, რომელიც შექმნილია გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების საჭირო ცოდნითა და უნარებით გასაძლიერებლად, რაც მათ 2050 წლისთვის სათბური აირების ნულოვანი ემისიების მისაღწევად პროგრესის დასაჩქარებლად ესაჭიროებათ.

პროგრამა ხორციელდება გაეროს გლობალური შეთანხმების მიერ Patrons Ørsted და Natura & Co-ს მხარდაჭერითა და En+ Group სპონსორობით. Climate Ambition Accelerator მიზნად ისახავს კლიმატგონივრული აქტივობების წახალისებას ყველა ზომის, სექტორის და რეგიონის წარმომადგენელ კომპანიებში, რაც საშუალებას მისცემთ მათ, ღირებული წვლილი შეიტანონ ემისიების შემცირებაში.

გააზიარე: