GE

COSP11-ის კერძო სექტორის ფორუმი გაიმართა

გაეროს გლობალურმა შეთანხმებისა და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს (UNODC), ორგანიზებით, 15-16 დეკემბერს კატარში, COSP11-ის კერძო სექტორის ფორუმი გაიმართა. ფორუმზე განხილვის მთავარი თემა იყო „ბიზნესის კეთილსინდისიერების მომავლის უზრუნველყოფა: ხელოვნური ინტელექტი, ინოვაცია და გლობალური თანამშრომლობა“. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ხაზი გაესვა ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ინსტრუმენტებისა და სექტორთაშორისი პარტნიორობების გადამწყვეტ როლს მსოფლიო მასშტაბით გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეთიკური ბიზნესპრაქტიკების გაძლიერებაში. COSP11-ს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ბიზნესის კეთილსინდისიერების მიმართულების ხელმძღვანელი, მაია გიორგაძე ესწრებოდა.
კერძო სექტორის ფორუმის ფარგლებში, ერთ-ერთი სპიკერი იყო გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიის – სელფი მობაილის მთავარი შესაბამისობის ოფიცერი ია მამეიშვილი, რომელმაც შესაბამისობის პოლიტიკაზე, სტანდარტებსა და და ბიზნესის კეთილსინდისიერებასთან მიმართებაში AI-ის როლზე ისაუბრა.
 ღონისძიებაში მონაწილეობა ბიზნესლიდერებმა, ეროვნული მთავრობების წარმომადგენლებმა, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებისა და , აკადემიური წრეების წარმომადგენლებმა მიიღეს.
COSP არის მაღალი დონის საერთაშორისო პლატფორმაა, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ იმართება. 2027 წლის COSP 12-ს ყაზახეთი უმასპინძლებს.

გააზიარე: