GE

დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხილვა

May be an image of 6 people

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ საქართველოს კანონპროექტის განხილვის ფარგლებში, 30 მაისს სამუშაო შეხვედრა გამართა.

აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. კანონპროექტი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, რის შედეგადაც ინვესტორების საკუთრების უფლების დაცვა უფრო მეტად გარანტირებული იქნება.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც ახორციელებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით.

იხილეთ მეტი ბმულზე

All reactions:1313

გააზიარე: