GE

გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის შეხვედრა – 17 სექტემბერი, 2023

17 სექტემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში, გაეროს სათაო ოფისში გაიმართა, ანგარიში – „ლიდერობა კრიზისის დროს“ განიხილეს. ანგარიშში საუბარია გამოწვევების ფონზე კერძო სექტორის მდგრადობის შესახებ. დისკუსია, ასევე, შეეხო 2030 წლის დღის წესრიგის უფრო სწრაფად მისაღწევად, ერთიანობის, რეფლექსიისა და აღებული ვალდებულებებისადმი ერთგულების მნიშვნელობას.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების, ბიზნეს სექტორისა და მულტისექტორული თანამშრომლობის ფასილიტაციის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

სალომე ზურაბიშვილი გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრად 2023 წლის თებერვალში აირჩიეს.

ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარე: