GE

გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონულ ფორუმი თბილისში

10-12 ოქტომბერს, საქართველოში პირველად, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელების რეგიონულ ფორუმი გაიმართა. ფორუმში მონაწილეობა მიიღო 30-მდე ადგილობრივი ქსელის წარმომადგენელმა ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და ჩრდილოეთ ამერიკიდან.

სამდღიან სამუშაო შეხვედრაზე მდგრადი განვითარების მიღწევის გზაზე არსებული პროგრესი შეაფასეს და გამოწვევებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს რეგიონში არსებულ მდგომარეობა, ევროკავშირის რეგულაციები და ინციატივები გაეროს გლობალური შეთანხმების კონტექსტში.

ყურადღება გამახვილდა შეთანხმების მონაწილე კომპანიებისთვის მდგრადობის მიღწევის პროცესში მხარდაჭერის, მულტისექტორული პარტნიორობის გაღრმავებისა და 2030 წლის დღის წესრიგის მიღწევის დაჩქარებისთვის ძალისხმევის გაძლიერების მნიშვნელობაზე.

გააზიარე: