GE

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აცხადებს კონკურსს SDG პიონერების გამოსავლენად

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი, გლობალური შეთანხმების SDG პიონერების 2023 წლის პროგრამის ფარგლებში, აცხადებს კონკურსს ადგილობრივ დონეზე პროფესიონალების გამოსავლენად, რომლებიც ხელს უწყობენ გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესრულებას.

პროგრამა კომპანიებს ეხმარება თანამშრომლების როლის ხაზგასმაში მდგრადი განვითარების მიზნების შესრულების პროცესში  და მათი, როგორც მომავლის ლიდერებად წარმოჩენაში. იგი უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს პროფესიონალებს, წინ წამოწიონ საკუთარი ხედვა და შეძლონ ცვლილებების განხორციელება. SDG პიონერები მიიღებენ ხილვადობას და აღიარებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევისთვის.  

30 ივნისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი ადგილობრივ SDG პიონერებად აღიარებს წევრი კომპანიების ორ თანამშრომელს (მსხვილი, ტრანსნაციონალური კომპანიების და მცირე და საშუალო ზომის საწარმოების წარმომადგენლებს). შერჩეულ ადგილობრივ  პიონერებს შესაძლებლობა ექნებათ, მონაწილეობა მიიღონ გლობალური SDG პიონერების ფინალურ ეტაპზე, რომლის ფარგლებშიც, გამარჯვებულები  სექტემბერში გაეროს გლობალური შეთანხმების 2023 წლის ლიდერთა სამიტზე დასახელდებიან. 

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მიესალმება გაეროს გლობალურ შეთანხმებაში მონაწილე კომპანიების ძალისხმევას, პროგრამაში მონაწილეობის მიზნით ნომინაციაზე წარადგინონ თანამშრომლები და შემდგომ შემოგვიერთდნენ მათი აღიარების პროცესში.

გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიების თანამშრომლებს შეუძლიათ, 2023 წლის 15 მაისამდე, შეავსონ განაცხადი (ინგლისურად) ან დაასახელონ კოლეგა, რომელიც, მათი აზრით, იმსახურებს პროგრამაში მონაწილეობის მიღებას.

SDG პიონერების პროგრამის შესახებ

კამპანიის „ვაქციოთ გლობალური მიზნები ადგილობრივ ბიზნესად“ ფარგლებში, გაეროს გლობალური შეთანხმება ყოველწლიურად გამოავლენს SDG პიონერებს – ნებისმიერ დონეზე მომუშავე საქმიან ლიდერებს, რომლებიც  ბიზნესს კეთილი მიზნებისთვის იყენებენ, კერძოდ, 17 მდგრადი განვითარების მიზნის ხელშესაწყობად. წარმატებულ ბიზნეს საქმიანობასთან ერთად, საკუთარი კომპანიების, ან სხვა ბიზნესების მობილიზების მეშვეობით, ისინი ხელს უწყობენ მდგრადი განვითარების ერთი ან რამდენიმე მიზნის მიღწევას.

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხები იხილეთ აქ!

საკონტაქტო ინფორმაცია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი

ბაკურ კვარაცხელია

პროექტებისა და ფონდების მოძიების მიმართულების ხელმძღვანელი ელ-ფოსტა: bakur@unglobalcompact.ge

გააზიარე: