GE

„გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა“ 2022 წელს გაწეულ საქმიანობა შეაჯამა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა 2022 წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობა შეაჯამა. დამსწრეებს მისასალმებელი სიტყვით ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმართა, რომელმაც გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ ისაუბრა და 2022 წლის განმავლობაში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ განხორციელებული სამუშაოს შესახებ პრეზენტაცია წარადგინა. სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში, გაეროს გლობალური შეთანხმების წევრების პროგრესი შეაჯამა. მიღებაზე, უკრაინის მხარდამჭერი ინიციატივის ფარგლებში, საინფორმაციო პლატფორმასთან – “Dopomoga Ukraini”- პარტნიორობით, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრმა კომპანიებმა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად „ნინო ქათამაძის ფონდში“ თანხა გადარიცხეს. ღონისძიებას დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო პარტნიორი ორგანიზაციებისა და ქართული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ.

გააზიარე: