GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა გენერალური ასამბლეა გამართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, 7 ივლისს, გენერალური ასამბლეა გამართა. ღონისძიებაზე ქსელმა გასულ წელს გაწეული სამუშაო შეაჯამა და დამსწრეებს სამომავლო გეგმები გააცნო.

 გენერალურ ასამბლეას ქსელის წევრი 140-მდე კომპანიისა და ორგანიზაციის წარმომადგენელები დაესწრნენ.

აღსანიშნავია, რომ გასული 1 წლის განმავლობაში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი მნიშვნელოვნად გაიზარდა და მისი წევრების რაოდენობამ 140-ს მიაღწია.

გაეროს გლობალური შეთანხმების 10 პრინციპი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. მსოფლიო მასშტაბით გაეროს გლობალურ შეთანხმების პრინციპების ხელმომწერი 161 ქვეყნიდან 20000-ზე მეტი კომპანიაა, რომლებსაც ორგანიზაცია საერთაშორისო სტანდარტების წარმატებით იმპლემენტირებაში ეხმარება.

გაეროს გლობალური შეთანხმება (UN Global Compact) მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ინიციატივაა, რომელიც ხელს უწყობს ხალხისთვის, საზოგადოებისა და ბაზრისთვის მდგრადი და ინკლუზიური გლობალური ეკონომიკის შექმნას.

გააზიარე: