GE

GCNC აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის 5-წლიანი პროგრამის პარტნიორი გახდა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) 5-წლიანი პროგრამის პარტნიორი გახდა.

სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) მიზანია, გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოება, დაეხმაროს ახალ და არსებულ სამოქალაქო აქტორებს შესაძლებლობების განვითარებაში, ლეგიტიმაციისა და ნდობის გაზრდაში, რათა მათ ეფექტიანად წარმოადგინონ მოქალაქეთა ინტერესები.

პროგრამა, ასევე, მიზნად ისახავს კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარების გზით ბიზნესსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის პარტნიორული პროექტების წახალისებას.

CSEP-ის განხორციელება 2021 წლის 1 ნოემბერს დაიწყო და 2026 წლის 31 ოქტომბერს დასრულდება. მისი ბიუჯეტი 15 მილიონი აშშ დოლარია.

გააზიარე: