GE

GCNG-ის აღმასრულებელი დირექტორი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ქსელების რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი „ექსპო 2020-დუბაის“ საერთაშორისო გამოფენაზე, გაეროს გლობალური შეთანხმების აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ქსელების რეგიონული საბჭოს თავმჯდომარედ და გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ქსელების საბჭოს წევრად 2 წლის ვადით აირჩიეს.

სალომე ზურაბიშვილი აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქსელების წევრთა საკითხებს ადვოკატირებასა და კონსულტირებას გაუწევს. ასევე, მიაწოდებს ინფორმაციასა და რეკომენდაციებს გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელ დირექტორს, მათ შორის პროგრამული პრიორიტეტების, ზრდის სტრატეგიებისა და მთავრობებთან ურთიერთობების საკითხებზე. ამასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს თანაფასილიტაციაში რეგიონულ მენეჯერთან ერთად, სამუშაო პროცესის ყოველწლიურ დაგეგმარებასა და პროგრესის მიმოხილვაში.

გააზიარე: