GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წარმომადგენლებმა „Global Africa Business Leaders Initiative“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა და აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული ქსელების საბჭოს თავმჯდომარემ, სალომე ზურაბიშვილმა და მდგრადობისა და პარტნიორობის მიმართულების ხელმძღვანელმა, ნინო კვანტრიშვილმა, „აჭარა ჯგუფის“  სასტუმროების კომპანიის აღმასრულებელ დირექტორ  ნინო კვერნაძესთან ერთად, „Global Africa Business Leaders Initiative“ ფორუმში მიიღეს მონაწილეობა. ვიზიტი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ იყო ორგანიზებული.

ფორუმზე აფრიკის კონტინენტზე მიმდინარე ეკონომიკურ ცვლილებებსა და საინვესტიციო პოტენციალზე იმსჯელეს.

დამსწრეებს სიტყვით მიმართეს გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა, აფრიკის ქვეყნების მეთაურებმა, მულტინაციონალური კომპანიების ხელმძღვანელებმა  და სხვა მაღალი რანგის სტუმრებმა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო გაეროს კერძო სექტორის ფორუმში, კონკორდიას ყოველწლიურ სამიტში, მდგრადი განვითარების მიზნების ინვესტიციის ფორუმში, მდგრადი განვითარების მიზნების ამერიკის სამიტსა  და „HeforShe” სამიტზე.

ასევე, შეხვედრები გაიმართა გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისში, სადაც საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში  კერძო სექტორის როლზე და მაღალი კორპორაციული პასუხისმგებლობის მქონე ქართული კომპანიების წარმოჩენის შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ასევე, განხილულ იქნა ქვეყანაში კორპორაციული მდგრადობის პოპულარიზაციის მიმართულებით გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ წარმატებით განხორციელებული პროექტები.

სამუშაო ვიზიტი ორგანიზებული იყო გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: