GE

GCNG-მა ჩაქვში საზაფხულო სკოლას უმასპინძლა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, 5-9 სექტემბერს, ჩაქვში, კორპორაციული მდგრადობის აკადემიის მდგრადობის საზაფხულო სკოლას უმასპინძლა.

საზაფხულო სკოლის ფარგლებში, მონაწილეებმა გაეროს მდგრადი განვითარების დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების შესრულებაში კერძო სექტორის როლის შესახებ თეორიული ცოდნა მიიღეს. ასევე, გაეცნენ საუკეთესო კერძო პრაქტიკას საქართველოდან და მსოფლიოდან. ამასთან, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეესრულებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები და გამოემუშავებინათ პროფესიული უნარები, რაც შემდგომში მათ კარიერულ განვითარებას შეუწყობს ხელს.

მდგრადობის საზაფხულო სკოლაში მონაწილეობა საქართველოში აკრედიტებული უნივერსიტეტების სტუდენტებმა მიიღეს. აქტივობა განხორციელდა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, პროექტის ფარგლებში  – “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში”

გააზიარე: