GE

გლობალური სამიტი კორპორაციული პასუხისმგებლობის შესახებ

4-6 მაისს ჩეხეთის რესპუბლიკის გლობალური შეთანხმების ქსელმა პრაღაში სამიტი გამართა. სამიტის მიზანი იყო კორპორაციული მდგრადობისა და გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ ცნობიერების ამაღლება, რომელიც მსოფლიოში კორპორაციული მდგრადობის ყველაზე დიდი ბიზნეს ინიციატივაა. ღონისძიებას სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ადგილობრივი ქსელების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. საქართველოდან სამიტს გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელის  საკონტაქტო პირი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო. 

Summit GLOBAL COMPACT 2030 – Looking into the Future of Corporate Sustainability წარმოდგენილ იყო კონკრეტული ნაბიჯები და ქმედებები, რომელიც კომპანიებს დაეხმარება საკუთარ სტრატეგიაში მდგრადობა ჩართონ. სამიტმა წაახალისა ჩეხური და საერთაშორისო კომპანიების მონაწილეობა კორპორაციული მდგრადობის სფეროში და გაეროს გლობალური შეთანხმება. 

კონფერენციაზე ბიზნესის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს საუკეთესო პრაქტიკა CSR-ში და ხაზი გაუსვეს ბიზნესის წვლილის მნიშვნელობას მდგრადი განვითარების განხორციელებაში. 

5-6 მაისს სამიტთან ერთად, გაიმართა ევროპის ლოკალური ქსელების 2016 წლის რეგიონული შეხვედრა. შეხვედრას გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი ლიზ კინგო ხელმძღვანელობდა. შეხვედრამ შეკრიბა ყველა ევროპული ადგილობრივი ქსელის წარმომადგენელი და საკონტაქტო პირი საუკეთესო პრაქტიკისა და ძირითადი ცოდნის გაცვლის მიზნით. განიხილეს არაერთი თემა, მათ შორის: ადგილობრივი ქსელების ეფექტური წახალისება SDG-ების განხორციელების ბიზნესის მიერ, გლობალური შეთანხმების სამომავლო გეგმები და მისი საქმიანობის ფორმატი. შეხვედრა ასევე ემსახურებოდა პლატფორმას, სადაც გაეროს გლობალურმა კომპაქტმა ნიუ-იორკში წარმოადგინა გლობალური სიახლეები და საშუალება მისცა  შტაბსა და ადგილობრივ ქსელებს გაემართათ მსჯელობა, განსაკუთრებით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელება ადგილობრივ დონეზე. 

საქართველოს წარმომადგენლის ვიზიტის ხარჯები თანადაფინანსებულია გაეროს გლობალური შეთანხმების შტაბბინის მიერ. 

გააზიარე: