GE

GCNG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაეროს მესამე რეგიონულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა   მონაწილეობა მიიღო გაეროს მესამე რეგიონულ ფორუმში: ბიზნესი და ადამიანის უფლებები აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში – „პასუხისმგებლიანი ბიზნესი კრიზისის დროს“.

პანელური დისკუსიის ფორმატში,  სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირსა და მის ფარგლებს გარეთ ადამიანის უფლებების კომპლექსური შემოწმების (Due Diligence)  რეგულაციის სავარაუდო გავლენა მიმოიხილა აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონზე.

სალომე ზურაბიშვილმა, ასევე, ისაუბრა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმება და  საქართველოს ქსელი კომპანიებს აღნიშნული სტანდარტის დანერგვის კუთხით სთავაზობს.

რეგიონული ფორუმი ორგანიზებული იყო გაეროს განვითარების (UNDP) მიერ.

გააზიარე: