GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის შეხვედრა

1 ივნისს, BP საქართველოს ოფისში, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამგეობის მეორე შეხვედრა გაიმართა, სადაც ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ქსელის გეგმებსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საკონტაქტო პირმა, სალომე ზურაბიშვილმა მიმოიხილა მაისში, პრაღაში გამართული ევროპული ადგილობრივი ქსელების რეგიონული შეხვედრა. მან ისაუბრა გაეროს გლობალური შეთანხმების სტრატეგიაზე და ყურადღება გაამახვილა გლობალური ქსელის პრიორიტეტულ მიმართულებებზე.

გამგეობის წევრებმა ქსელისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის კლუბის დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს და ამ ორი პლატფორმის შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

გამგეობამ, ასევე, იმსჯელა ბიზნესის გააქტიურების, არსებული წევრების მოტივაციის ამაღლებისა და ახალი წევრების მოზიდვის გზებზე. წევრები შეთანხმდენენ, რომ ზაფხულის განმავლობაში, ქსელი, სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაზე იმუშავებს. ქსელი, გაითვალისწინებს სხვა ევროპული ადგილობრივი ქსელების გამოცდილებას და წევრებს მათთვის საინტერესო მომსახურების პაკეტს შესთავაზებს.

სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

გააზიარე: