GE

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საერთო კრება

16 ივლისს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (GCNG) ორგანიზებით ყოველწლიური საერთო კრება გაიმართა.

ღონისძიების მონაწილეებს გაეროს გლობალური შეთანხმების ახალმა აღმასრულებელმა დირექტორმა სანდა ოჯიამბომ სიტყვით მიმართა, რომელმაც ხაზი გაუსვა პასუხისმგებლიანი ბიზნესის როლს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში და საქართველოს ქსელს წარმატება უსურვა.

GCNG-ის აღმასრულებელმა დირექტორმა სალომე ზურაბიშვილმა მიმოიხილა განხორციელებული აქტივობები და ქსელის წევრებს ორგანიზაციის საქმიანობა და მომავალი გეგმები გააცნო. აღსანიშნავია, რომ წელს წევრი კომპანიების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და ამჟამად GCNG-ის 63 წევრი ჰყავს.

ღონისძიების ბოლოს გაიმართა ქსელის გამგეობის წევრების არჩევნები, რომელში მონაწილეობაც 9 კომპანიის წარმომადგენელმა მიიღო.

ღონისძიება გაიმართა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.

გააზიარე: