კონფერენცია “ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ”
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნინო კვანტრიშვილმა და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების ხელმძღვანელმა, რატი ზაუტაშვილმა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრის, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ „ინოვაციების და მეწარმეობის შესახებ“ ორგანიზებულ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.
ნინო კვანტრიშვილმა კონფერენციის მონაწილეებს მიმართა და გაეროს გლობალური შეთანხმების შესახებ ისაუბრა. სიტყვით გამოსვლისას, მან ყურადღება გაამახვილა ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის, ასევე, მეწარმეობისა და ინოვაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
კონფერენციაში მონაწილეობა სხვადასხვა ქვეყნისა და უნივერსიტეტის 140-მდე წარმომადგენელმა, ასევე, საქართველოს სახელმწიფო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს.