GE

კომუნიკაცია პროგრესის შესახებ – 2023

გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (CoP) – მომზადების თარიღი 2023 წლის 15 ივლისამდე გაგრძელდა.

ანგარიშგების ახალი წესის მიხედვით გაეროს გლობალური შეთანხმების მონაწილე კომპანიებმა 2023 წლის 27 მარტიდან 15 ივლისამდე უნდა შეავსონ კითხვარი, რომელიც შედგენილია გაეროს გლობალური შეთანხმების ათი პრინციპისა და მდგრადი განვითარების მიზნების მიხედვით. ასევე ხელმძღვანელმა ელექტრონულად ხელი უნდა მოაწეროს მხარდაჭერის შესახებ განაცხადს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს გაეროს გლობალური შეთანხმებისა და მისი პრინციპებისადმი ერთგულებას.

ბმული: https://unglobalcompact.ge/cop/

გააზიარე: