კომუნიკაცია პროგრესის შესახებ – 2024
![](https://unglobalcompact.ge//app/uploads/2024/07/434735615_809710224524573_1227278206194708752_n-1024x666.jpg)
გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, წევრი კომპანიებისთვის საინფორმაციო შეხვედრა მდგრადობის ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ (Communication on Progress (CoP) გაიმართა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ანგარიშგების მოთხოვნები: ხელმძღვანელის წერილი და კითხვარის შევსების წესი, ანგარიშგების ვებ პლატფორმაზე წვდომა და ტექნიკური დეტალები.
გაეროს გლობალური შეთანხმების ანგარიშგების – კომუნიკაცია პროგრესის შესახებ – მომზადება შესაძლებელი იქნება 2024 წლის 1-ელი აპრილიდან და 2024 წლის 31 ივლისამდე.