GE

კონფერენცია ბათუმში Partnerships4SGDs – მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 8-9 ივნისს, ბათუმში, კონფერენცია Partnerships 4SDGs – მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, 8 ივნისს, დასავლეთ საქართველოს მუნიციპალიტეტების მერებისა და ადგილობრივი კერძო სექტორის მონაწილეობით, მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრა გაიმართა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაციაზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.

„კონფერენციის ფარგლებში, ბიზნეს სექტორთან და 12 მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ვისაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება უკეთ განხორციელდეს მდგრადი განვითარების მიზნები ლოკალურად, ბიზნესისა და თვითმმართველობების ერთობლივი ძალისხმევით. იმისთვის, რომ მდგრადი განვითარების მიზნები ადგილობრივი დონეზე განხორციელდეს, უნდა შეიქმნას პოლიტიკის დოკუმენტები. ეს პროცესი უკვე დაწყებული აქვს საქართველოს მთავრობას. 32 მუნიციპალიტეტში უკვე შეიქმნა ადგილობრივი სამოქმედო გეგმები და ამ მიმართულებით მუშაობა გრძელდება. ჩვენ, ჩვენი მხრიდან ვცდილობთ, რომ ბიზნეს სექტორი ჩავრთოთ ამ პროცესში.” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გააზიარე: