GE

კონფერენცია “Partnerships4SDGs – მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია – პანელური დისკუსია

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელისა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მდგრადი განვითარების მიზნების საბჭოს ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, 8-9 ივნისს, ბათუმში, კონფერენცია Partnerships 4SDGs – მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზაცია გაიმართა.

კონფერენცია 9 ივნისს, პანელური დისკუსიით გაგრძელდა, რომელიც მისასალმებელი სიტყვით გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა, ბათუმის მერმა, არჩილ ჩიქოვანმა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პოლიტიკის დაგეგმვისა და სამთავრობო კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსმა, ვახტანგ ქათამაძემ გახსნეს.

ღონისძიების პირველ პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა EBRD-ის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, კატარინა ბიორლინ ჰანსენმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საინვესტიციო პოლიტიკისა და ინვესტიციების მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა, ვალერიან გვალიამ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული დაგეგმარებისა და კოორდინაციის სამმართველოს უფროსმა, ნათია წიქარაძემ, USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ, გიორგი ახალაიამ და ინვესტორთა საბჭოს მწვანე ეკონომიკის ექსპერტმა, ოთარ ანთიამ მიიღეს. მსჯელობა 2030 წლის დღის წესრიგის პოლიტიკის დონეზე ლოკალიზაციას შეეხო.

მეორე პანელის ფარგლებში, ევრორეგულაციების და მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში საუკეთესო პრაქტიკა დამსწრეებს „თიბისი ბანკის“ გარემოს დაცვის, სოციალური და მმართველობის კოორდინატორმა, მაკა ბოჭორიშვილმა, „აჭარისწყალი ჯორჯიას“ სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა, იზა გოცაძემ, APM Terminals Poti-ს კომუნიკაციებისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის მენეჯერმა, ეთუნა ცოტნიაშვილმა და Hilton Batumi-ს ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, გენო ძიძიგურმა გაუზიარეს.

მდგრადი განვითარების მიზნების შესრულება მხოლოდ სახელმწიფოს ვალდებულება არ არის. ჩართულნი უნდა იყვნენ სხვა დაინტერესებული მხარეებიც. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარეა ბიზნეს სექტორი. მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორის მხრიდან ეფექტურად მოხდეს ინფორმაციის შეგროვება, რას აკეთებენ იმისთვის, რომ შეასრულონ ის ინდიკატორები, რომლებიც სახელმწიფომ ეროვნულ დონეზე განსაზღვრა. ამიტომაც, შეხვედრები, რომლებსაც რეგიონებში ვმართავთ, ხელს უწყობს, რომ ნაბიჯები ერთობლივი თანამშრომლობით გადაიდგას“,- განაცხადა გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა.

კონფერენციაში მონაწილეობა კერძო და საჯარო სექტორის, საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.

ფოტოგალერეა იხილეთ ბმულზე.

გააზიარე: