GE

კონფერენცია “ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში”

1 დეკემბერს გაიმართა კონფერენცია “ქალთა გაძლიერების პრინციპების იმპლემენტაცია საქართველოში.” კონფერენცია ორგანიზებული იყო გაეროს ქალთა ორგანიზაციისა (UN Women) და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,სიდას“ მიერ, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სამდივნოს წარმოადგენს. 

კონფერენცია მიეძღვნა საქართველოს ბიზნეს სექტორში გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ინიციატივების განხორციელებას და მას ბიზნეს სექტორის, მთავრობის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.
კონფერენციაზე, შვიდმა ბიზნეს კომპანიამ რომელმაც გასულ წელს ხელი მოაწერა ქალთა გაძლიერების პრინციპებს (WEPs) წარადგინა ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ ქალთა გაძლიერების პრინციპების მხარდამჭერ განცხადებას წელს კიდევ შვიდი კომპანია შეუერთდა, რომლებიც მომავალი წლიდან აქტიურად წაახალისებენ გენდერულ თანასწორობას და არადისკრიმინაციულ მიდგომას დასაქმების ადგილას. 

 
სიდას აქტივობები, კორპორაციული პასუხისმგებლობის წახალისების მიმართულებით, მხარდაჭერილია ევროკავშირისა და აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ დაფინანსებული, ACCESS-ის პროექტის ფარგლებში.

გააზიარე: