GE

კონკურსი მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინტერაქციული სამაგიდო თამაშის შექმნაზე

კონკურსი – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინტერაქციული სამაგიდო თამაშის შექმნა

ზოგადი ინფორმაცია

სიდა/გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი” წარმოადგენს არასამეწარმეო იურიდიულ პირს, რომელიც მიზნად ისახავს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებასა და პროგრესული მომავლის შექმნას, ბიზნესის ჩართულობით და მდგრადი მიდგომების სტიმულირებით.

აღნიშნული კონკურსი განხორციელდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტის – “ლიდერობა მდგრადი განვითარებისთვის საქართველოში” ფარგლებში.

კონკურსის მიზანი

კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მდგრადობის თემატიკაზე კერძო სექტორის ცნობიერების ამაღლებასა და მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების გაზრდას ახალი ინტერაქციული სამაგიდო თამაშის შექმნის გზით.

2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის” ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, თითოეულმა ქვეყანამ 2030 წლამდე უნდა გაატაროს რეფორმები მდგრადი განვითარების 17 მიზნის შესასრულებლად.

მდგრადი განვითარების მიზნები ეხება არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიც არის: სიღარიბისა და უთანასწორობის აღმოფხვრა, კეთილდღეობა, მშვიდობა, სამართლიანობა, კლიმატის ცვლილება და სხვა ეკოლოგიური გამოწვევები.

კონკურსი შედგება სამი ეტაპისგან:

** პირველი ეტაპი: თამაშის პროექტის შესახებ საკონკურსო განაცხადების მიღება შესაბამისი აპლიკაციის მეშვეობით.
** მეორე ეტაპი: განაცხადების გადარჩევა და მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტების ქოუჩინგი და ვორქშოფი; განმცხადებლების მიერ აპლიკაციების დახვეწა და თამაშის პროექტის პრეზენტაცია.
** მესამე ეტაპი: აპლიკანტებთან გასაუბრება და გამარჯვებული ორი თამაშის კონცეფციის გამოვლენა და პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაფინანსება თამაშის შექმნის მიზნით.

კონკურსში მონაწილეობის კრიტერიუმები

კონკურსის მიზანი: ახალი, ინოვაციური სამაგიდო თამაშის შექმნა მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე

პროექტის შინაარსი: ინოვაციური სამაგიდო თამაშის შექმნა

კონკურსში მონაწილეობის პირობები: კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სრულწლოვან ფიზიკურ პირებს ან ფიზიკურ პირთა ჯგუფს და იურიდიულ პირებს.

პროექტის განხორციელების ვადა: გამარჯვებულის შერჩევიდან 2 თვე
პროექტის განხორციელების მაქსიმალური ბიუჯეტი: 3000 ევროს ეკვივალენტი ლარში

შენიშვნა:

** პროექტის ბიუჯეტი უნდა მოიცავდეს თამაშის შექმნის, დიზაინისა და 3 ეგზემპლარის ბეჭდვის ხარჯებს;
** სამაგიდო თამაში გათვლილი უნდა იყოს ზრდასრულ აუდიტორიაზე.
** მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტების პროექტის გუნდებს ჩაუტარდებათ ვორქშოფი და ქოუჩინგი მდგრადი განვითარების მიზნების თემატიკაზე.
** სამაგიდო თამაშის შექმნიდან წარმოქმნილი საავტორო ქონებრივი უფლებები ეკუთვნის გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელს, რაც რეგულირდება საქართველოს მოქმედი ინტელექტუალური საკუთრების კანონმდებლობითა და მხარეთა შორის გასაფორმებელი ხელშეკრულებით.

შეფასების კრიტერიუმები:

** თამაშის კონცეფციის ინოვაციურობა;
** თამაშის შინაარსობრივი გამართულობა;
** თამაშის მიმართ ინტერესი და ხელახლა თამაშის სურვილი;
** თამაშის ინტერაქციულობა;
** ბიუჯეტი.

განაცხადის წარდგენა

აპლიკანტმა კონკურსის ვადის ამოწურვამდე უნდა წარმოადგინოს განაცხადი ქართულ ენაზე, Google Forms-ის მეშვეობით შემდეგ ბმულზე. პროექტის წინადადება უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თამაშის კონცეფციის, შინაარსისა და სავარაუდო ბიუჯეტის შესახებ.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2022 წლის 8 ივლისი.

კონკურსის შედეგად უნდა შეიქმნას ინოვაციური სამაგიდო თამაში, რომელიც მიზნად ისახავს მდგრადი განვითარების მიზნების თემის პოპულარიზაციას და დაინტერესებული მხარეებისთვის ინტერაქციული თამაშის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.

აპლიკანტებმა მოცემულ ვადებში უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ტექნიკური წინადადება:

** განაცხადი, სადაც აღწერილი იქნება თამაშის კონცეფცია;
** ინფორმაცია ფიზიკური პირის/ორგანიზაციის შესაბამისი გამოცდილების შესახებ;
** პროექტში ჩართული თანამშრომლების ავტობიოგრაფიები.

ფინანსური წინადადება:

პროექტის ჩაშლილი ხარჯთაღრიცხვა (თანხა უნდა იყოს მოცემული დღგ-ს გარეშე, ეროვნულ ვალუტაში)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კანდიდატ ფიზიკურ/იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს სამაგიდო თამაშების შექმნის გამოცდილება;
** კანდიდატ ფიზიკურ/იურიდიულ პირს უნდა ჰქონდეს ინოვაციური პროექტების განხორციელების გამოცდილება და შესაძლებლობები.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა: 8 ივლისი, 2022 წელი.

საკონტაქტო პირი:

სალომე ხაჩიაური-სოლტაუ
გარემოს დაცვის და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი
Tel: +995599680487
ssoltau@globalcompact.ge

გააზიარე: