GE

კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023

May be a doodle of text

დღეიდან კორპორაციული მდგრადობის ჯილდოზე განაცხადების მიღება დაიწყო! კორპორაციული მდგრადობის ჯილდო 2023 “ბიზნესი მდგრადი განვითარებისთვის“ ქართულ ბაზარზე მოქმედი სწორედ ისეთი ბიზნესისთვისაა განკუთვნილი, რომელიც არის პროგრესული, თანამედროვე, ღირებულებებზე დაფუძნებული.


კონკურსის ნომინაციები გამომდინარეობს გაეროს მდგრადი განვითარების შემდეგი 6 მიზნიდან:

  • SDG4 – ხარისხიანი განათლება;
  • SDG7- ხელმისაწვდომი და სუფთა ენერგია;
  • SDG8- ღირსეული სამუშაო და ეკონომიკური ზრდა;
  • SDG10- შემცირებული უთანასწორობა;
  • SDG12- მდგრადი მოხმარება და წარმოება;
  • SDG17- პარტნიორობა მდგრადი განვითარებისთვის;

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და პირობების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ჯილდოს ვებგვერდზე: corporateaward.ge

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ინიციატივით, შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, საქართველოში კორპორაციული მდგრადობის ჯილდოს კონკურსი წელს მეექვსედ ჩატარდება.

გააზიარე: