GE

კორპორატიული მდგრადობის აკადემიის მორიგი კურსი დაიწყო

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის 30 საათიანი სასერტიფიკატო კურსი წარმატებით დაიწყო.

კურსის ფარგლებში, დამსწრეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა კორპორაციული მდგრადობის შესავალი, ეთიკური ლიდერობა, მდგრადი კორპორაციული მმართველობა, მდგრადობა გარემოსდაცვით და სოციალურ ჭრილში, ევრორეგულაციები და გავლენა საქართველოს ბაზარზე და სხვა.

ლექციებს ესწრება მცირე და საშუალო ბიზნესის 15 წარმომადგენელი სხვადასხვა სექტორიდან. აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia-ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.

გააზიარე: