GE

ლიდერთა სამიტი ნიუ-იორკში – ლიდერობის მნიშვნელობა კრიზისის დროს

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების ლიდერთა სამიტზე, ერთ-ერთ გახსნით პლენარულ სესიას – “ლიდერობის მნიშვნელობა კრიზისის დროს” წარუძღვა.

დისკუსიაზე განხილეს, როგორ პასუხობს ბიზნესი გამოწვევებს, მათ შორის, კონფლიქტების ესკალაციის, უკრაინაში ომის, ეკონომიკური არასტაბილურობის, საკვებისა და ენერგიის ნაკლებობის და კლიმატის ცვლილების მიმართულებით.

საკუთარი გამოცდილება დამსწრეებს იაპონური კომპანიის – Kokusai Kogyo აღმასრულებელმა დირექტორმა, სანდრა ვუმ, უკრაინული ენერგეტიკული კომპანიის – DTEK აღმასრულებელმა დირექტორმა, მაქსიმ ტიმჩენკომ, ირლანდიური კომპანია CRH-ის მდგრადობის მთავარმა ოფიცერმა, იუნის ჰითმა, Enel North America-ს მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, მეგან ბურეგარდმა გაუზიარეს.

ლიდერთა სამიტზე, სხვადასხვა პანელურ დისკუსიაში, სპიკერის რანგში, მონაწილეობა მიიღეს „საქართველოს ბანკის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილემ, ნუცა გოგილაშვილმა და „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერმა გვანცა ფაცაციამ.ნიუ-იორკში სამუშაო ვიზიტი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

გააზიარე: