GE

GCNG-ის წევრი კომპანიებისთვის მასტერკლასი „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა“ გაიმართა

კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს, 9 დეკემბერს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის წევრი კომპანიების წარმომადგენლებისთვის მასტერკლასი „ბიზნესის კეთილსინდისიერება და კორუფციასთან ბრძოლა“ გაიმართა.

მასტერკლასს “Compliance Nordics, Citi-ის” ვიცე-პრეზიდენტი, სოფიო ტაბატაძე უძღვებოდა. განსახილველი საკითხები შეეხო საუკეთესო სკანდინავიურ გამოცდილებას, ორგანიზაციების/კომპანიების მხრიდან ფინანსური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლას, შესაბამისობის კულტურის დანერგვასა და ეთიკური დილემების გადაწყვეტის მიმართულებით, უახლეს ტენდენციებსა და გატარებულ პოლიტიკას.

გააზიარე: