GE

მდგრადი კორპორაციული მმართველობა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის კორპორაციული მდგრადობის აკადემიაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელთათვის სასერტიფიკატო კურსი გრძელდება.

მოდულის – „მდგრადი კორპორაციული მმართველობა“, ფარგლებში, საუბარი შეეხო კორპორაციული მართვის მეთოდებზე სხვადასხვა იურისდიქციაში და კორპორაციული მართვის ევოლუციას, კორპორაციული მართვის სისტემებს და სხვა.

გაიმართა დისკუსია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება, დაინტერესებულ მხარეთა მენეჯმენტი და ა.შ. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს სიტუაციური შემთხვევა, რომელიც მათ მდგრადობის პრაქტიკულ სიტუაციებში თეორიული ცოდნის გამოყენებაში დაეხმარა.

აქტივობა ხორციელდება USAID/Georgia -ს ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერითა და შვედეთის მთავრობასთან თანამშრომლობით.

გააზიარე: