GE

მემორანდუმი საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან (BAG)

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელსა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ვეფხვაძემ მოაწერეს.

დოკუმენტი სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავს მიზნად.

გარდა ამისა, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ითანამშრომლებენ სხვადახვა დარგობრივი სამუშაო ჯგუფების ფორმატში, მათ შორის კანონშემოქმედებით ნაწილში – კერძოდ, გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხების დანერგვის მიმართულებით.

გააზიარე: