მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრა – მდგრადობის გაუმჯობესება: ფოკუსი მდგრად დაფინანსებაზე
ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, 21 სექტემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების სათაო ოფისში, საქართველოს ქსელის, სათაო ოფისისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ორგანიზებით, მდგრადი დაფინანსების შესახებ მრგვალი მაგიდის ტიპის შეხვედრა „მდგრადობის გაუმჯობესება: ფოკუსი მდგრად დაფინანსებაზე“ გაიმართა.
შეხვედრაზე, „S&P Global”-ის პრეზიდენტმა და გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრიმა დაგლას პეტერსონმა მდგრადი ინვესტირების უახლესი ტენდენციების, გავლენაზე დაფუძნებული ინვესტირების და ბაზრის დინამიკაზე მდგრადი დაფინანსების გავლენაზე ისაუბრა.