GE

მულტისექტორული პარტნიორული პროექტი საგზაო უსაფრთხოების შესახებ

10 მარტს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პარტნიორული პროექტების წახალისების მიზნით, სამუშაო შეხვედრა და დისკუსია გაიმართა. პროექტის მიზანია საგზაო უსაფრთხოების მდგრადი სტანდარტებისა და წესების სასერტიფიკატო ონლაინ კურსის მომზადება და საზოგადოებაში საგზაო უსაფრთხოების საკითხებზე ცნობიერების ამაღლება. ონლაინ ტრენინგის ქართული მოდული მომზადდება მსოფლიო ბანკის ონლაინ ტრენინგ მოდულზე დაყრდნობით: https://bit.ly/3pWpZv5 .

საგზაო უსაფრთხოების შესახებ მულტისექტორული პროექტის განხორციელებაში ჩართული იქნება: კერძო სექტორი, სამოქალაქო საზოგადოება და სახელმწიფო.

მულტისექტორული პარტნიორული პროექტი განხორციელდება გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მხარდაჭერით. პროექტის განხორციელების ეტაპზე ორგანიზაცია დაინტერესებულ მხარეებს შორის ფასილიტატორის როლს შეასრულებს.

ინიციატივა განხორციელდა USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (East-West Management Institute) მიერ, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობით.

გააზიარე: