GE

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების შესახებ სამუშაო შეხვედრა გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, შვედეთის მთავრობის მიერ დაფინანსებული ,,ლიდერობა მდგრადი განვითარების” პროექტის ფარგლებში, 28 აპრილს სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც საქართველოში მწარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებაზე იმსჯელეს.

Შეხვედრა მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების თემატიკის გარშემო კერძო და საჯარო სექტორებს შორის დიალოგის უზრუნველყოფას, მიმდინარე კანონმდებლობისა და პოლიტიკის მიმოხილვასა და არსებული გამოწვევების შესახებ დისკუსიის წარმართვას ისახავდა მიზნად.

მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება (მგვ) გულისხმობს პროდუქციის მწარმოებლის/იმპორტიორის მიერ პასუხისმგებლობის აღებას სახიფათო სპეციფიკური ნარჩენის შეგროვებასა და დამუშავებაზე. მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულება ეხება ისეთ სპეციფიკურ ნარჩენებს, როგორებიცაა: შეფუთვის ნარჩენები, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენები, ნარჩენი ზეთები, საბურავების ნარჩენები, ხმარებიდან ამოღებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ბატარეებისა და აკუმულატორების ნარჩენები.

გააზიარე: