GE

ქუიზი – რა იცი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ?

კლიმატის ცვლილება, სიღარიბე, გენდერული უთანასწორობა და სხვა სოციალური, ეკონომიკური თუ გარემოსდაცვითი გამოწვევები — თანამედროვე მსოფლიოს ამ ყველაფერთან გამკლავება უწევს.

2015 წლის 25 სექტემბერს 193 ქვეყანა შეთანხმდა მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტზე, სახელწოდებით “ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის”. ინიციატივა მიზნად ისახავს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ცხოვრების დონის ხარისხის გაუმჯობესებას, სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრის, კლიმატის და ბუნებრივი რესურსების დაცვის, ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისა და მშვიდობიანი და სამართლიანი საზოგადოების დამკვიდრების გზით.

მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევა მხოლოდ სახელმწიფოს მიერ შეუძლებელია, შესაბამისად ბიზნესის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და სხვა სექტორების ჩართულობა ამ პროცესში გადამწყვეტია. თითოეულმა სუბიექტმა მნიშვნელოვანია დაინახოს თავისი თავი ამ პროცესში.

გააკეთე ტესტი და შეამოწმე შენი ცოდნა ამ თემაზე.

გააზიარე: