GE

საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში „სეკიურიტიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის განხილვა გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით, სეკიურიტიზაციის შესახებ რეფორმის ფარგლებში, 20 დეკემბერს სამუშაო შეხვედრა პარლამენტის წევრებისთვის  გამართა.

სამუშაო შეხვედრის მიზანი „სეკიურიტიზაციის შესახებ“ კანონპროექტის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან ერთად განხილვა იყო. ასევე, წარდგენილ იქნა სეკიურიტიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომუნიკაციო დოკუმენტის სამუშაო ვერსია. საკომუნიკაციო დოკუმენტი მიზნად ისახავს საქართველოს პარლამენტის წევრების ინფორმირებას კანონპროექტით განსაზღვრული ცვლილებების შესახებ.

შეხვედრაზე, ასევე, განხილულ იქნა პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს პარლამენტსა და კერძო სექტორს შორის ეკონომიკური რეფორმების ირგვლივ დიალოგის განმტკიცებას და პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის მდგრადი პლატფორმის შექმნას.

შეხვედრა გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

გააზიარე: