GE

სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები CSEP მხარდაჭერით

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები“ სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრის პირველ ნაწილში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ორგანიზაციები და საპროექტო წინადადებები წარადგინეს. მეორე ნაწილში კი ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. გაიმართა დისკუსია სექტორული თანამშრომლობის შესახებ.

შეხვედრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხდა სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლების დაკავშირება, პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებების იდენტიფიცირება და სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობა.

კერძო სექტორიდან შეხვედრას ესწრებოდნენ გორგიას, ელიტ ელექტრონიქსის, აჭარა ჯგუფის ჰოლდინგის, სელფი მობაილის, ბიოგრაფი ლივინგის, ჯეპრას და სედექსის წარმომადგენლები.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობა კერძო და სამოქალაქო სექტორის 19-მა წარმომადგენელმა მიიღო.

გააზიარე: