GE

GCNG-მა პარტნიორობის განვითარების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, 17-18 მარტს, ბორჯომში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანი პარტნიორული პროექტების შესახებ გამოცდილებისა და პერსპექტივების განხილვა, მულტისექტორული პარტნიორული შესაძლებლობებისა და თანამშრომლობის პრიორიტეტული სფეროების გამოვლენა იყო.

მონაწილეებმა მულტისექტორული პარტნიორული პროექტების მნიშვნელობისა და ამ მიმართულებით, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გამოცდილების შესახებ მიიღეს ინფორმაცია, გაეცნენ პარტნიორული პროექტების მიმართულებით კერძო სექტორის პერსპექტივასა და გამოცდილებას, ასევე, პარტნიორობის განვითარების პროცესში, მოლაპარაკებების ტექნიკასა და მნიშვნელობას.

დისკუსიის ფორმატში, დამსწრეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები და პრიორიტეტული მიმართულებები განიხილეს, ასევე, იმსჯელეს უკრაინაში მიმდინარე მოვლენების საპასუხოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ძალისხმევის, პარტნიორული პროექტებისა და თანამშრომლობის შესაძლებლობების შესახებ.

სამუშაო შეხვედრა, რომელსაც 20-ზე მეტი წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, USAID/EWMI სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის ფარგლებში გაიმართა.

გააზიარე: