GE

სამუშაო ვიზიტი შვეიცარიაში

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი, სალომე ზურაბიშვილი და პარტნიორული პროექტებისა და ბიზნესთან ურთიერთობის მიმართულების გუნდის წევრები: თინათინ ხურციძე და მაია გიორგაძე, გაეროს გლობალური შეთანხმების ადგილობრივი ქსელების გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სამუშაო ვიზიტით შვეიცარიაში იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, განხილულ იქნა მასპინძელი შვეიცარიის ქსელის ყოველდღიური საქმიანობის მიმართულებები და სამუშაო სპეციფიკა. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ქსელებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და ერთობლივი პროგრამების განხორციელების მნიშვნელობაზე.

პროგრამაში მონაწილეობას გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს, საბერძნეთის, სერბეთის, ბულგარეთის, უკრაინისა და საფრანგეთის ქსელის წარმომადგენლები იღებდნენ.

გააზიარე: