GE

„SDG Ambition”-ის 3 თვიანი აქსელერაციის პროგრამა დაიწყო

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა „SDG Ambition”-ის 3 თვიანი აქსელერაციის პროგრამა დაიწყო. პროგრამა მიზნად ისახავს, მხარი დაუჭიროს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრ კომპანიებს ამბიციური კორპორაციული ამოცანების დასახვაში, რომლებიც მდგრადი განვითარების 17 მიზანთან (SDG-ებთან) თანხვედრაში იქნება.

13 თებერვალს, „SDG Ambition” აქსელერატორი კომპანიების მონაწილეობით, მეორე სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანი იყო, დახმარებოდა მონაწილეებს, განესაზღვრათ, მდგრადი განვითარების რომელი მიზანია (SDG) მეტად პოზიციონირებული მათ ორგანიზაციაში, რათა, შესაბამისად, უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მოხდენა შეძლონ.

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი უკვე მეოთხე წელია, “SDG Ambition”-ის პროგრამაში მონაწილეობს. მიმდინარე წელს პროგრამა ბულგარეთის, საბერძნეთისა და სერბეთის ქსელებთან ერთად ხორციელდება.

SDG Ambition-ის აქსელერაციის პროგრამა 8-საფეხურიან ჩარჩოს იყენებს, რომელსაც მონაწილე კომპანიები სამი თვის განმავლობაში დაფარავენ.

გააზიარე: