GE

გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელ დირექტორ სანდა ოჯიამბოსთან შეხვედრა გაიმართა

გაეროს გლობალური შეთანხმების აღმასრულებელი დირექტორი, სანდა ოჯიამბო გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენელს, კახა იმნაძეს, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელ დირექტორს, სალომე ზურაბიშვილს და მთავრობასთან ურთიერთობისა და საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულების ხელმძღვანელს, ლანა ჩხარტიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე გაეროს გლობალურ შეთანხმებასა და საქართველოს წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის საერთაშორისო დონეზე გაღრმავების შესაძლებლობა განიხილეს. ასევე, ხაზი გაესვა ადგილობრივ ქსელსა და საქართველოს მთავრობას შორის არსებულ ნაყოფიერ თანამშრომლობას და წარმატებულ აქტივობას კერძო სექტორის ჩართულობის უზრუნველსაყოფად მდგრადი განვითარების დღის წესრიგის მიღწევაში.

ამასთან, ელჩმა ყურადღება გაამახვილა ადგილობრივი ქსელის გაზრდისა და გაძლიერების მნიშვნელობაზე.

გააზიარე: