GE

შეხვედრა შვედეთის განვითარების სააგენტოს გამგეობის წევრებთან

მიმდინარე წლის 4 მაისს, საქართველოში შვედეთის საელჩოს ორგანიზებით, საქართველოში ვიზიტით მყოფ შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მმართველი საბჭოს წევრებთან შეხვედრა გაიმართა.


ღონისძიების პირველ ნაწილში, საბჭოს წევრები გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის საქმიანობას და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, სხვადასხვა მიმართულებით მიღწეულ პროგრესს გაეცნენ. პანელური დისკუსიის ფარგლებში, ქსელის წევრების – „თიბისი ბანკის“, „კრისტალის“, „ეფეს საქართველოს“ და „საფარის“ წარმომადგენლებმა გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან მათი თანამშრომლობის გამოცდილებაზე, მდგრადობის კუთხით მიღწეულ წარმატებებზე და არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.


შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო მდგრადი დაფინანსების ტაქსონომიას და აღნიშნული მიმართულებით დანერგილ სიახლეებს, საფინანსო სექტორის გამოცდილებასა და გამოწვევებს.

გააზიარე: