GE

სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, გამგეობასთან ერთად სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმებისა და ადგილობრივი ქსელების საქმიანობის შესახებ ისაუბრეს. განიხილეს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგია და პროექტები. ასევე, იმსჯელეს წლის განმავლობაში დაგეგმილ მნიშვნელოვან ღონისძიებებზე.

სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა შვედეთის მთავრობისა და USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის (CSEP) მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: