GE

სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა

20-22 ნოემბერს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, გამგეობასთან ერთად, სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის სტრატეგიასა და პროექტებზე იმსჯელეს. ასევე, განიხილეს 2023 წლის განმავლობაში, ქსელის მიერ ორგანიზებული და დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები.

გაეროს გლობალური შეთანხმების გამგეობის წევრები არიან: ეკატერინე ლალიაშვილი – „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თავმჯდომარე (გამგეობის თავმჯდომარე), მაიკლ ქაუგილი – ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის თანადამფუძნებელი და პრეზიდენტი, ზურაბ ლალაზაშვილი – BDO – საქართველოს“ მმართველი პარტნიორი, ქეთევან ჯამარაული – კომპანია “სევსამორას” გენერალური მენეჯერი, გიორგი ჭეხანი – “საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი, სოფიო ჩაჩანიძე – განვითარების კონსალტინგის ლიდი, მმართველი პარტნიორი – ACT, ვალერი ჩეხერია – Rooms Hotels – ის აღმასრულებელი დირექტორი, ეკატერინე ჟვანია – “ჯეპრას” აღმასრულებელი დირექტორი, ალექსანდრა თარაზი – გაეროს გლობალური შეთანხმების გლობალური ოპერაციების უფროსი მენეჯერი (ექს ოფიციო წევრის სტატუსით) და სალომე ზურაბიშვილი, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის აღმასრულებელი დირექტორი (ექს ოფიციო წევრის სტატუსით).

სტრატეგიული დაგეგმარების გასვლითი შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.

გააზიარე: