GCNG-ის გუნდმა სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა გამართა
2020 წლის ივნისში გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის გუნდის სტრატეგიული დაგეგმარების შეხვედრა გაიმართა. გუნდმა ორგანიზაციის ახალი სტრატეგია შეიმუშავა და უახლოესი ერთი წლის სამოქმედო გეგმა გაწერა. ასევე, გაიმართა მსჯელობა, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს ქსელის საქმიანობა და კომუნიკაცია სამიზნე აუდიტორიასთან. შეხვედრას ფასილიტაციას კონსულტანტი ნინო ბერუაშვილი უწევდა.
სამუშაო შეხვედრა შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა.