GE

Target Gender Equality-ის აქსელერატორის ახალი რაუნდი

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა Target Gender Equality-ის აქსელერატორის ახალი რაუნდი დაიწყო.

Target Gender Equality გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიებისთვის მოქმედი აქსელერაციის პროგრამაა. პროგრამის მიზანია, კომპანიებმა ხელი შეუწყონ ქალთა გაძლიერების პრინციპების განხორციელებას და გაამყარონ საკუთარი წვლილი მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში. კერძოდ, პროგრამა მხარს უჭერს ბიზნესს მნიშვნელოვანი ქმედებების განხორციელებაში, რაც, 2030 წლისთვის, ქალთა სრულ მონაწილეობასა და ლიდერობის თანაბარ შესაძლებლობებს მოითხოვს (SDG 5.5), ასევე, მიზნად ისახავს 2030 წლისთვის თანაბარი ანაზღაურების მიღწევას თანაბარი ღირებულების სამუშაოსთვის (SDG 8.5).

გააზიარე: