GE

ტრენინგი „აწარმოე საქართველოში“ გუნდისთვის – კორპორაციული მდგრადობის სტიმულირება პოლიტიკის დონეზე

13-15 ივლისს, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით, თელავში, „აწარმოე საქართველოში“ გუნდისთვის ტრენინგი – „კორპორაციული მდგრადობის სტიმულირება პოლიტიკის დონეზე“ გაიმართა.

ორდღიან გასვლით ტრენინგზე, მონაწილეებმა ინფორმაცია მიიღეს კორპორაციული მდგრადობის მნიშვნელობის, კორპორაციული მდგრადობის ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკის, ასევე, მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში კორპორაციული მდგრადობის მიზნების შესახებ.

გაიმართა თიმბილდინგის აქტივობებიც. ასევე, მონაწილეებმა შეასრულეს პრაქტიკული სავარჯიშოები.

გააზიარე: