GE

USAID CSEP – სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები

გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ორგანიზებით და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით (CSEP), გაიმართა სამუშაო შეხვედრა თემაზე – „სამოქალაქო საზოგადოების და კერძო სექტორის თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო პერსპექტივები“.

შეხვედრის პირველ ნაწილში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ორგანიზაციები და საპროექტო წინადადებები წარადგინეს. მეორე ნაწილში კი ყურადღება სამოქალაქო სექტორსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე გამახვილდა. გაიმართა დისკუსია სექტორული თანამშრომლობის შესახებ.შეხვედრის სპეციფიკიდან გამომდინარე, მოხდა სამოქალაქო და კერძო სექტორის წარმომადგენლების დაკავშირება, პოტენციური თანამშრომლობის მიმართულებების იდენტიფიცირება და სამომავლო პარტნიორობის ხელშეწყობა.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეხვედრაში მონაწილეობა კერძო და სამოქალაქო სექტორის 25-მა წარმომადგენელმა მიიღო. ✔კერძო სექტორიდან შეხვედრას ესწრებოდნენ “აჭარისწყალი ჯორჯიას”, „ბიოგრაფის“, „სფეის კარგოს“, საინვესტიციო კომპანია „ვანდერნეტ ექსპრესის“, „ვულე-ვუს“, „საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის“ და „ჯეო ჰოსპიტალის“ წარმომადგენლები.

გააზიარე: