GE

კორპორაციული მდგრადობის, სტანდარტებისა და წარმატებული პრაქტიკის შესახებ ვორქშოფი გაიმართა

გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა, 12 აპრილს, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის –“უნარები წარმატებისთვის” ფარგლებში შექმნილი ახალგაზრდა მეწარმე ელჩთა პროგრამის მონაწილეებისთვის ვორქშოფი გამართა. ქსელის აღმასრულებელმა დირექტორმა, სალომე ზურაბიშვილმა დამსწრეებს კორპორაციული მდგრადობის სტანდარტები და პრაქტიკა გააცნო.

პროექტს კონრად ადენაუერის ფონდი, “გადავარჩინოთ ბავშვები – საქართველოს”, საქართველოს ახალგაზრდობის სააგენტოსა და საქართველოს ახალგაზრდულ მუშაკთა ასოციაციასთან ერთად ახორციელებს.

გააზიარე: